11:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 13:35:10, 2421 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,  ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებების ერთიანი მომსახურების  ცენტრებში  სადეზინფექციო სამუშაოები  დაიწყო

პრევენციული  ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ოფისები, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მოქალაქეთა მისაღები, ასევე მიმდინარეობს დეზინფექცია წიაღის ეროვნული სააგენტოს, სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ყველა იმ უწყების  სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა მომსახურების სერვისები მოქმედებს.

ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით  ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულია დავალება და რეკომენდაციებიб კორონავირუსის პრევენციის მიზნით იმ სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოების სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შესაბამისი სერვისცენტრებისა და სამუშაო ოფისების დეზინფექცია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics