13:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 13:27:16, 1969 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - თავად შეთანხმდნენ, რამდენი პროცენტი უნდათ საარჩევნო ბარიერი და ის ჩაიწერება პროექტში

„რომელიც უნდათ, ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე. საარჩევნო ბარიერიც რამდენი პროცენტი უნდათ, ერთი, ორი, სამი, თვითონ გადაწყვიტონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 40 საარჩევნო ოლქზე ქვემოთ გეოგრაფიულად შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და აღნიშნული, არასერიოზულ სახეს იძენს.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. 130/20-ზე, 125/25-ზე, რაც გუშინ გაახმოვანეს, რაც არ უნდა გადათამაშება იყოს, ხომ იმ პრინციპის დაზღვევას ემსახურება, რასაც 40 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქვია? ანუ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უმრავლესობა და მთავრობა ვერ დააკომპლექტოს. თუ ისეთ ფორმულას და მექანიზმს ვთავაზობთ, სადაც ყველა ვარიანტში გარანტირებულად 40 პროცენტით და უფრო დაბალი პროცენტით 76 მანდატის მიღება ხდება, რაღა მნიშვნელობა აქვს მათთვის მაჟორიტარი 20 იქნება, 25 თუ 40? რომელიც უნდათ, ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე. 40 საარჩევნო ოლქზე ქვემოთ გეოგრაფიულად შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს საუბარი. საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდათ ერთი, ორი, სამი, თვითონ გადაწყვიტონ, 34 პარტია შეთანხმდეს და თქვან, რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება პროექტში. არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად არასერიოზულია“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics