2020-03-02 18:26:52, 1948 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციაზე - მოდი რუკა მოიტანონ და აჩვენონ 20 სამაჟორიტარო ოლქი როგორ შეიძლება საქართველოში განაწილდეს
„მოდი რუკა მოიტანონ, 20 სამაჟორიტარო ოლქი როგორ შეიძლება საქართველოში განაწილდეს და მერე მიხვდებით, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ლაპარაკი“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია უმრავლესობას არაკეთილსინდისიერ თამაშის წესებს სთავაზობს.
„წარმოიდგინეთ როგორი არაკეთილსინდისიერი თამაშის წესები შემოგვთავაზეს მაშინ, როდესაც არსებობს შეთანხმება იმ ფორმულასთან დაკავშირებით, რაც ამ შეხვედრაზე და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, რაც ამ შეხვედრაზე ხმოვანდება არ ვისაუბროთ, ისინი ამბობენ თავის ე.წ ვარიანტს. მოდი რუკა მოიტანონ, 20 სამაჟორიტარო ოლქი როგორ შეიძლება საქართველოში განაწილდეს და მერე მიხვდებით, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ლაპარაკი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,