08:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 16:38:44, 1509 ნახვა

საზოგადოება
შუახევში, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. 

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით მუნიციპალიტეტში დღეიდან აქტიურად დაიწყება დეზინფექციის პროცედურები.

საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება. სამგზავრო ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები დროებით გაუქმდა. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics