08:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 15:06:24, 1406 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გადაგზავნილია 14 ახალი ნიმუში, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 14 ახალი ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში 97 ადამიანი.

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, თებერვლის განმავლობაში არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, საიდანაც სამია დადასტურებული, რომლებიც მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. სამივე მათგანი მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა. ამავე დროს, დღეს პარალელურად კარანტინულ იზოლაციაში 97 ადამიანია მოთავსებული და ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა. დღეს დილას ლუგარში კიდევ შემოვიდა 14 ნიმუში გამოსაკვლევად, ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, რომელთა პასუხები იქნება დღის მეორე ნახევარში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძირითადი რეკომენდაციები უცვლელი რჩება.

„ზოგადად, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. მოგეხსენებათ, გახანგრძლივდა სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების არდადეგები, მოწოდება გვქონდა, რომ დიდი თავშეყრის ღონისძიებებს მოვრიდებოდით, თეატრებმა და დიდი თავშეყრის ადგილებმა შეაჩერეს მუშაობა. მიმდინარეობს მათი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შესაბამისი ჰიგიენური დამუშავება. ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები რჩება კვლავ იგივე. ძირითადი რეკომენდაციაა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში, რომლებსაც მიეკუთვნებიან: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია, მაგრამ,  მოგეხსენებათ ისიც, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სერიოზულად მოიმატა ინფიციქრებულთა რაოდენობამ და გადააჭარბა 100-ს გერმანიასა და საფრანგეთში“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics