09:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 14:07:44, 1389 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კოხრეიძე - შორენა ღლონტმა საზოგადოებისგან დაფარულად ბიუჯეტიდან მალულად აიღო თანხა

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე და ბორდის წევრი სოსო სტურუა, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს შორენა ღლონტს, ეთერის გაყიდვასა და ბიუჯეტის გვერდის ავლით თანხის აღებაში ბრალს სდებს.

კოხრეიძე აღნიშნავს, რომ მას შორენა ღლონტისთვის წერილით არ მიუმართავს და არც რაიმე შეუტავაზებია.

„საინფორმაციოს უფროსმა საზოგადოებისგან დაფარულად ბიუჯეტიდან მალულად აიღო თანხა და ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი. შორენა ღლონტისთვის წერილობით მე არაფერი არ შემითავაზებია პირდაპირ ვამბობ. თვითონ უნდა ნახოს თუ აქვს მას რამე რესურსი, სადაც ის შეძლებს გააგრძელოს მუშაობა. სადაც ვერ შეძლებს იქ მსგავსი რამე განახორციელოს“, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ბორდის წევრის, სოსო სტურუას თქმით, ხელშეკრულებაზე ხემომწერი შეცდომაში მაშინდელმა HR სამსახურის უფროსმა შეიყვანა.

„თანამშრომელს როგორც ფიზიკურ პირს გაყიდული აქვს ეთერი მიღებულია ფული ბიუჯეტის გვერდის ავლით, პირდაპირ პპიროვნების ჯიბეში. როგორც ხელშეკრულებაზე ხელმომწერი განმარტავს, რომ ის ენდო და ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანა მაშინდელმა HR სამსახურის უფროსმა“, - განაცხადა სოსო სტურუამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics