03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 13:53:19, 1639 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო - საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელიც პანდემიებზე სამოქმედო გეგმის ქონას ითვალისწინებს

„საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთ პანდემიებზე სამოქმედო გეგმა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ასეთი სამოქმედო გეგმა გააჩნია და ჯანდაცვის სისტემა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  საერთაშორისო ნორმების დაცვით მოქმედებენ.

 „რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდავცის სამინისტრო და დაავადებათა კონტრლის ეროვნული ცენტრი იძლევა უნდა გაითვალისწინოთ. საკუთრივ, რა თქმა უნდა, ამ ინფექციის არსბეობა ძალიან საყურადღებია, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი, როგორიც სამწუხაროდ გვაქვს ხოლმე ამ დღეებში. ის რეკომენდაციები ცალსახად უნდა შესრულდეს, რაც შეჯერებულია საერთაშორისო გამოცდილებით და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი იქნება კონტროლის ქვეშ. საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთ პანდემიებზე სამოქმედო გეგმა. ასეთი გეგმა არსეობდა და შეჯერებული იყო საერთაშორისო ექსპერტებთან. მთლიანად პანდემიის ტვირთის აწევა ყველა ჯანდაცვის სისტემას უჭირს,ც თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის რეაგირება, რაც არის ამ დღეებში არის სწორი, ადეკვატური და სისტემა დახვდა მომზადებული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics