13:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 12:36:12, 1626 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ჟურნალისტებს - ჰკითხეთ ოპოზიციას, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები?

„კარგად ჰკითხეთ ოპოზიციას ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც,  ოპოზიციის გარკვეული ნაწილი 130/20 მოდელზე შეთანხმების შემთხვევაში, პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ელოდება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს.

„ისინი არჩევნებს უკავშირებენ გამოძიებების საკითხს? მაშინ მე გთხოვთ, რომ დაუბრუნდეთ ამ რესპოდენტებს და კარგად ჰკითხეთ, ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები. მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს, როგორც ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიაში ხდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, რა პროპორციით განაწილდება მანდატები პარლამენტში, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ 40%-იანი ბარიერის კანონმდებლობაში ასახვა, ამ საკითხს მეორეხარისხოვანს ხდის.

მისი თქმით, მაჟორიტარების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„40% იანი პრინციპის ასახვა კანონმდებლობაში პრაქტიკულად, მეორე და მესამეხარისხოვანს ხდის პროპორციის განაწილებას. იქნება ეს 40 მაჟორიტარული მანდატი თუ 50, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვთხოვ ყველას, რომ მედიაში დეტალებზე ფრაგმენტული მსჯელობის გამართვას, სჯობს დროულად გამართონ მოლაპარაკებები და შემდეგი დიალოგისთვის მოემზადონ. პარტიები, რომლებიც ჩაშლიან ამ მოლაპარაკებებს, მოემზადონ ახსნა-განმარტებებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics