09:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 19:18:59, 1677 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი - კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს.

„კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია,  საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics