|
2020-02-29 18:38:22, 2334 ნახვა
საზოგადოება
კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა
კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია „მევენახეობის თანამედროვე პრობლემები საქართველოში“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა მევენახეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დარგის სპეციალისტებს მევენახეობის განვითარების პერსპექტივები, ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი ქართული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნეს. „ჯიშური მრავალფეროვნება და მისი დაცვა დღეს ქართული მევენახეობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მის განვითრებას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის აგროკლიმატური პირობები. მევენახეთა ერთ-ერთ პრიორიტეტს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების გაშენება და ღვინის წარმოებაში დაბრუნება უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ. მევენახეთა კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა უკვე მეორედ იმართება. კონფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მევენახეები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. კონფერენციის დასასრულს, ქვევრის გახსნის ცერემონია და ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)