13:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 14:33:29, 797 ნახვა

კომენტარი
სუბარი: მღებრიშვილმა ძალიან წარმატებული კვალი დატოვა, კახიშვილს კი, არაადამიანური რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლად იცნობენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარი, გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 სუბარის შეფასებით, გიორგი მღებრიშვილმა  სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის დროს, ძალიან წარმატებული კვალი დატოვა.

"გოგა მღებრიშვილს ძალიან დიდი ხნის ბიოგრაფია აქვს, მაგრამ მათ შორის ბოლო პერიოდში ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყო. იყო გუბერნატორი, სადაც ძალიან წარმატებული კვალი დატოვა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროში, სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან წარმატებული რეფორმები ჩაატარა",-განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება კახა კახიშვილის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად გადაყვანის გადაწყვეტილებას, სუბარი ამ ფაქტს მიესალმება და ამბობს, რომ კახიშვილი წლების განმავლობაში  ადამიანის უფლებების თავდაუზოგავი დამცველი იყო.

"კახიშვილს კარგად იცნობს საზოგადოება, როგორც უფლებადამცველს, თავდაუზოგავ მებრძოლს არაადამიანური რეჟიმის წინააღდეგ და ბოლო პერიოდში ის იყო გოგა მღებრიშვილის თანაგუნდელი და იმ რეფორმების თანამონაწილე",-აღნიშნა სოზარ სუბარმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics