10:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 15:13:49, 2150 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - კორონავირუსთან დაკავშირებით სასწარაფოს მედპერსონალი ყველა საჭირო საშუალებით აღიჭურვა

კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი უზრუნველყოფილია პერსონალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების​ მიერ.

„კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი უზრუნველყოფილია

პერსონალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების​ მიერ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics