|
2020-02-29 14:34:39, 1414 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით დაინფიცირებული „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის შვილს COVID-19 არ დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი კლინიკური კვლევა ჩაუტარდა და უკვე თავისუფალია. „განსაკუთრებული ინტერესი იყო და მინდა გიპასუხოთ ჩვენი თანამემამულის შესახებ, რომელსაც გუშინ დილას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია და მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები. მათ შორის ოჯახის წევრებთან, მისი შვილი წევს იაშვილის კლინიკაში. 2 საათზე დამთავრდა მისი კლინიკური კვლევა და შვილი თავისუფალია. მას არ აქვს კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსნებთ, რომ გუშინ, 28 თებერვალს კორონავირუსული ინფექცია საქართველოს მოქალაქე 31 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)