|
2020-02-29 10:36:05, 1004 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით. თბილისის აეროპორტში, „წითელი ხიდისა" და „სადახლოს" საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)