02:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 10:00:58, 3227 ნახვა

სამართალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან  ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული, „მეტადონის“ შემცველი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics