11:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 17:51:39, 1848 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე, თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.

„საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალებზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმით. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იდლიბში მომხდარი თავდასხმის დეტალები.  საქართველო მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთს, მწუხარებას უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს, მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს"- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics