11:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 16:30:05, 2643 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ბაზარი 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება

მსოფლიო ბაზარი 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აღნიშნული უკავშირდება კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას.

მედია უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ ყველაზე მეტად კორონავირუსი ჩინეთს დააზარალებს. მკვლევართა თქმით, ჩინეთში ტურისტული ნაკადი იმდენად შემცირდება, რომ ტურისტული ინდუსტრიის „გამოჯანმრთელება“ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ვერ მოხერხდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 180 მილიონზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს კი, აქვს სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი. ჩინელები საზღვარგარეთ მოგზაურობისას საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ. შესაბამისად, ჩინელი ტურისტების შემცირება სხვა ქვეყნის ეკონომიკასაც დააზარალებს.

ტურისტული კომპანიები 2020 წელს ჩინელი ტურისტების ნაკადის შემცირებას პროგნოზირებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურისტთა შემცირება ამ თვის ბოლოს უკვე შეინისნება.

კომპანიები ვარაუდობენ, რომ თუ კორონავირუსი უფრო მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე 2003 წლის SARS კრიზისი იყო, შეიძლება წელს ჩინელ მოგზაურთა 25 მილიონით ნაკლები გამგზავრება გამოიწვიოს, რაც ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით დოლარით აზარალებს.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ, ყველაზე მძიმე დარტყმა იაპონიასა და ტაილანდს მიადგება. იაპონიამ ტურიზმის შემოსავალიდან,  შეიძლება 1,29 მილიარდი დაკარგოს, შემდეგი კი იქნება ტაილანდი, 1,15 მილიარდი დოლარით.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics