11:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 15:55:34, 1024 ნახვა

საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიის დირექტორი - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი იმყოფებოდა იტალიის იმ ქალაქში, რომელიც ეპიდემიის მაღალ რისკს არ წარმოადგენს

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი იმყოფებოდა იტალიის იმ ქალაქში, რომელიც ეპიდემიის მაღალ რისკს არ წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაინფიცირებული პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

„ახლახანს მოვიდა გამოკვლევის პასუხი და კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსის ინფექცია. პირველი იყო მამაკაცი, დაახლოებით 50 წლის, რომელიც მოგზაურობდა ირანში. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეს გახლავთ 31 წლის ქალი, რომელიც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, რამდენადაც მე ვიცი ის იმყოფებოდა იმ ქალაქში, სადაც არ არის მაღალი რისკი ეპიდემიის და სადაც არ არის ბევრი ინფიცირებული, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიაში უკვე ყველა ადგილი ძალიან სახიფათო ხდება. ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება აღენიშნება, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია COVID 19-ით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics