|
2020-02-27 16:05:59, 1342 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მორიგ პროექტს იწყებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს. საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ინიციატივით გამოცემული სანოტო კრებული, რომელიც სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სმენითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. ამ მიზნით, კრებულის პრაქტიკაში გამოყენების ძირითადი პრინციპების გასაცნობად ფონდის მუსიკა-თერაპევტებმა თბილისის ბაღების მუსიკის პედაგოგებისთვის ვორკშოპი გამართეს. ღონისძიებაზე ფონდისა და სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის მიზნებზე ილაპარაკეს, ასევე შეთანხმდნენ იმ აქტივობებსა და ეტაპებზე, რაც მუსიკის თერაპიის პრაქტიკული განხორციელებისთვის არის საჭირო. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სწავლების შემდგომ განახორციელონ პროექტის ზედამხედველობა იმ ბაღებში, სადაც ამ ეტაპზე რეგისტრირებულნი არიან საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას” ბენეფიციარები. „ბაღების მართვის სააგენტო ღიაა ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისათვის, რაც ჩვენი აღსაზრდელების უკეთ და ეფექტიანად განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ დავთანხმდით ფონდ „აი იას“ წინადადებას, კრებულის ბაღებში შეტანის თაობაზე, დავაფინანსეთ კრებულის უფრო ფართო ტირაჟი, რათა ის ყველა პედაგოგისთვის იყოს ხელმისაწვდომი. კრებული მოიცავს მარტივი სიტყვებისგან შედგენილ მცირე მუსიკალურ კომპოზიციებს, რაც სმენის დარღვევის მქონე ბავშვებს დაეხმარება ფონური ხმების დიფერენცირებასა და თავისთავად, მეტყველების უნარების განვითარებაშიც“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია 25 იანვარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი ქართული კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზეა დაფუძნებული. მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)