2020-02-27 12:50:12, 1089 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფები მუშაობენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკველელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,