07:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 14:21:25, 328 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: კახიშვილის მინისტრად დანიშვნა მკაფიო გზავნილია, რომ რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება

კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნა  არის მკაფიო გზავნილი, რომ სასჯეღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კახიშვილი წესიერებით და დიდი გამოცდილებით გამოირჩევა.

„რაც შეეხება ყველასთვის ცნობილ ბატონ კახი კახიშვილს, იგი გახლავთ ორი შვილის მამა, გამოირჩევა თავისი წესიერებით, განათლებით. პროფესიით არის იურისტი, მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე უკვე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ბატონი კახა მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ბატონი კახა მუშაობდა წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში და მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა და 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გახდება ყველასთვის და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ სუბარის დროს, შემდეგ ბატონმა გოგამ გააგრძელა და ახალ უკვე ბატონი კახა ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს.ბატონი გოგა და ბატონი კახი გახლავთ ჯგუფელები, ისინი ძალიან კარგი მეგობრები გახლავთ და სწორედ თანაავტორები არიან იმ რეფორმების, რომელზეც ვისაუბრეთ. მე ორივეს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს გახდება სამაგალითო ჩვენი მთავრობის დროს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics