06:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 14:51:26, 1062 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - დღეს 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ უფრო ინტენსიური გახადა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები და ამ კუთხით, გარდა ბოლო პერიოდში ხელმოწერილი შეთანხმებებისა, ქვეყანას პროგრესი აქვს ისრაელთან და ინდოეთთანაც.

„ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ უფრო ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები. თუ, წლების წინ, თავისუფალი შეთანხმებების არეალი, ვისთანაც საქართველო ვაჭრობდა, შემოიფარგლებოდა დსთ-ს ქვეყნებითა და თურქეთით და ჩვენი ექსპორტის წილი, რომელიც ამ არეალში გადიოდა, იყო 54 %,  დღეს ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, რაც არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ გაიზარდა წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მოცულ ბაზრებზე,  განსაკუთრებით, 2014 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხარე, რისი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც მალე მოჰყვა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ჩვენ უკვე დავწინაურდით მოლაპარაკებებში ისრაელთან და ინდოეთთან",- განაცხადა ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020" ფარგლებში.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს.

„ჩვენ უზრუნველვყავით და დღეს, მთლიანობაში, 46 ქვეყანასთან გვაქვს  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულად,  რეგულაციებისა და სამომხმარებლო ქცევის თვალსაზრისით ურთიერთგანსხვავებულ, დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რადგან კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ ბაზრებზე წვდომა“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics