|
2020-02-26 14:27:13, 1233 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი ლარის კურსზე - ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საგარეო მოვლენების განვითარებასა და კორონავირუსის გამო მიმოსვლის შეფერხებაზე
„ლარის კურსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საგარეო მოვლენების განვითარებასა და კორონავირუსის გამო მიმოსვლის შეფერხებაზე“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, მთავარია ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელოვნური ჩარევებისაგან თავი შევიკავოთ. „მაშინ როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლა როდესაც მყარდება ამ მიმართულებით პროგნოზს არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ლარი მოძებნის თავის წონასწორულ კურსს, ზოგჯერ გაუფასურებულია ზოგჯერ გამყარებულია. დღევანდელი ანალიზით, ჩვენ დღეს დაახლოებით ამ წონასწორობის დიაპაზონში ვდგავართ. რა იქნება ორ ან სამ თვეში ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამაზე პროგნოზი არავინ არ უნდა გააკეთოს. ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება საგარეო მოვლენები, როგორი იქნება ტურიზმის სეზონი და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანასთან ფრენები შეაფერხა. მთავარი არის, რომ ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)