2020-02-26 11:06:54, 970 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 27-ში დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
მათივე ინფორმაციით, 28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდიბა.
რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,