12:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 00:00:04, 1985 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - ნიძლავს დავდებ, არჩევნები, დაახლოებით, 2012-ის შედეგით დასრულდება

ნიძლავს დავდებ, არჩევნები, დაახლოებით, 2012-ის შედეგით დასრულდება, ოღონდ - პირიქით - ამაზე გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გადაცემა რეაქციაში, სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაბურა:

შემიძლია, ნიძლავიც დავდო, დაახლოებით... გუშინ რაღაც კვლევებს ვუყურებდი, დაახლოებით, 2012 წლის შედეგით დასრულდება, ოღონდ პირიქით - ივანიშვილი წააგებს და მოუწევს ხელისუფლების დატოვება და ქვეყანა განვითარების გზაზე გავა. 

ხელისუფლების რესურსი თავის ყველაფრით, თავისი რეალური მომხრეებითა და თავისი ადმინისტრაციული რესურსით, არის სადღაც 35-37%, მაქსიმუმ, 40%-ის ფარგლებში და ერთიანი ოპოზიციის - სადღაც 55%-ის ფარგლებში. დაახლოებით, იგივე პროპორციით დაჯდება. იმავე შეცდომებს უშვებს ივანიშვილი და, შესაბამისად, იმავენაირად წააგებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ იდეა მაინც ჰქონდა ქვეყანას, რომელმაც სამწუხაროდ ფიასკო განიცადა, მაგრამ იდეა არასდროს კვდება. ” -განაცხადა გიგი უგულავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics