16:32 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 13:03:24, 1586 ნახვა

კომენტარი
კალანდიას ძმა - 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში, ესაა პოლიტიკური დავალება

„15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ესაა პოლიტიკური დავალება“, - ასე გამოეხმაურა მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდიას მიხეილის თავისუფლების აღკვეთას 15 წლით.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი არის არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული.

„ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ყველამ იცოდეს, რომ არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. აი ეს დადასტურდა დღეს. სამ საათიანი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ მიხეილი უდანაშაულოა, ეს იყო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დღეს მოსამართლე გვეუბნევა, რომ 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ესაა პოლიტიკური დავალება. საქართველოში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდეს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics