06:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 16:07:54, 2458 ნახვა

ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 26 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და USAID/Georgia-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრებიან.

მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით.

მემორანდუმის ფარგლებში USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის პერსონალის უნარჩვევების განვითარებაზე. თანამშრომლობის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე და ამ მიმართულებით დააკმაყოფილებს აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტს. 

 ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობა, ასევე დაკავშირებულია დამატებით ინიციატივებთან იმერეთის რეგიონში, მათ შორის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში დასაქმებულის უნარების განვითრებასთან და ზოგადად, ტურიზმის განვითარებასთან, რაც ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია შექმნას კონკურენტუნარიანი ეკო სისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის.  იმერეთის რეგიონში უნარ-ჩვევების განვითარების, მარკეტინგისა და ინვესტიციების ხელშეწყობით, პროგრამა საზოგადოებასა და კერძო სექტორებს დაეხმარება განავითარონ კონცეფცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით. მსგავსი ინიციატივა  უზრუნველყოფს, რომ ქუთაისის  აეროპორტში საერთაშორისო დონეზე დატრენინგებული და სერტიფიცირებული თანამშრომლები იქნებიან დასაქმებულები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics