2020-02-24 14:54:56, 1966 ნახვა
საზოგადოება
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართელოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,