15:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 10:42:33, 926 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

ქ. რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, თვითმმართველობის ორგანოების მიერ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულების კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელეს.

„მუნიციპალიტეტებში არსებული სავაჭრო ობიექტების მონიტორინგზე პასუხისმგებელი თვითმმართველობების ორგანოები მუშაობას გააქტიურებენ პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების კონტროლზე. მისასალმებელია, რომ მეწარმეები, იმპორტიორები და სავაჭრო ქსელების მეპატრონეები პასუხიმგებლობას აიღებენ გარემოს დაცვაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.  

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს  მთავრობის დადგენილებით რეგულირებული, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებული პარკების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„თვითმმართველობის ორგანოებისა და თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, გარემოს დასაცავად განხორციელებული ქმედებები ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს“, - განაცხადა გუბერნატორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics