17:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 11:53:22, 2515 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზი უსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ გაზის ხელსაწყოების მოხმარებისას, რომელი დანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის , რომ ჩვენი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს საფრთხე არ შევუქმნათ -  ეს  ძირითადი საკითხებია, რაზეც „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები  და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბრობენ.

კომპანია აქტიურად განაგრძობს უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართა. „თბილისი ენერჯის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, სამგორის  რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია, სადაც  ხშირია  გაზის ქსელზე აკრძალული სახიფათო დანადგარების  დაერთების შემთხვევები.

უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობდნენ ენერგო ომბუდსმენი,  სამგორის რაიონის გამგებელი, დეპუტატები და  დედაქალაქის საკრებულოს წევრები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics