2020-02-21 13:18:04, 1335 ნახვა
საზოგადოება
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან გატაცებულთა შორის, 4 ქართველი მეზღვაურია
გუშინ ღამით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. თავდასხმის დროს 10 მგზავრი გაიტაცეს. როგორც ცნობილია, მათგან 4 საქართველოს მოქალაქეა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ისინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის უკვე მუშაობენ.
სააგენტო ყველას მოუწოდებს, რომ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,