11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 21:03:15, 1310 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ

კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ დანაშაულის გამოვლენა  მომავალში მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან. ფაქტია, კიბერდანაშაული წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად თანამედროვე მსოფლიო. ჩვენი სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა დაცული იყოს ამგვარი შეტევებისგან და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოებაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics