06:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 18:35:28, 1335 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე - გასაკვირი არაფერია, საქართველოსთვის ეს ახალი ამბავი არ არის

„არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ასეთი კიბერშეტევა მოდიოდა რუსეთის მხრიდან და მათი უშიშროების სამსახურიდან“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას.

მისი თქმით, მსგავსი კიბერშეტევები ქვეყანაზე 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდულად ხორციელდებოდა.

„არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ასეთი კიბერშეტევა მოდიოდა რუსეთის მხრიდან და მათი უშიშროების სამსახურიდან. ეს ახალი ამბავი საქართველოსთვის არ არის. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს განხორციელდა მსგავსი რამ და იმის მერე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე. ამიტომ რამე სიახლე ამ განცხადებაში ბუნებრივია არ არის. აქ საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება ამ ბოლო წლებში რას აკეთებდა იმისთვის, რომ ამის პრევენცია მოეხდინა და სხვა მსგავს შემთხვევებზე როგორი რეაგირება მოახდინა. ყველა ჩვენთაგანისთვის მეორე საყურადღებო ამბავი იქნება ის, რომ ხომ არ მოხდება ამ შეტევის გამოყენება იმის საბაბად, რომ თვითონ უფრო მეტი კონტროლი აიღოს მთავრობამ და უშიშროების სამსახურებმა ინტერნეტის კონტროლზე ქვეყნის შიგნით და შემდეგ ეს გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.  კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics