|
2020-02-20 16:41:03, 1379 ნახვა
ეკონომიკა
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით შემცირდა
„2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა“, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს. მათი ცნობით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 7.4 პროცენტით, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავების ფასები 20.8 პროცენტით გაიზარდა „2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.1 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია ფასების კლება ძირითად ქიმიკატებსა და ქიმიური პროდუქტებზე (9.8 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე (2.2 პროცენტი). ელექტროენერგიის, აირი, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.29 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.01 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.4 პროცენტი); • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 20.8 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.30 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა“, - წერს საქსტატი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)