11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 16:00:25, 1305 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს წევრებთან შეხვედრებს გამართავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

ნინო ცაციაშვილმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში უწყების მიერ მიღწეული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.

3-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან.

ნინო ცაციაშვილი, ასევე, შეხვდა დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული პროგრესი, შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics