17:58 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 15:00:10, 1174 ნახვა

კომენტარი
ზურა ჯაფარიძე მერაბიშვილის განცხადებაზე - ჰგონიათ, თუ უფრო მკაცრ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ

„ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ თუ უფრო მკაცრ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში“, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების „დამხობის“ თაობაზე.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის თაობაზე ოპოზიციურ ფლანგზე სრული კონსენსუსია.

„შვიდი წელი იჯდა ადამიანი. როგორც გავიგეთ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას, ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რას იზამს. ჩვენ, გირჩი, ვაგრძელებთ იმის კეთებას რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით - ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

„ხელისუფლება რომ შესაცვლელია, მაგაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ თუ უფრო მკაცრ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში. მე ასე არ მგონია, მაგრამ ტერმინები მათი არჩევანია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. „მატროსოვის“ ციხე თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics