17:59 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 14:00:43, 1327 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - მეტი ვანო ოპოზიციას

„მეტი ვანო ოპოზიციას“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.

როგორც მერმა აღნიშნა, მერაბიშვილი დროსა და სივრცეში არის დაკარგული.

„მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, , შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics