08:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 13:25:21, 1090 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ყველა კატეგორიაში დაგეგმილი შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ბიუჯეტში შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ  დამატებით მიღებული სახსრები 716 მილიონ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, გადაჭარბებით მიღებული თანხიდან 108 მილიონი ლარი აისახა საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებში, ხოლო 442 მილიონი ლარი მიიმართა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ქვეანგარიშზე.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული თანხა მიმდინარე წელს, გამოყენებული იქნება წინა წლებში დაგროვებული დღგ-ის ზედმეტობის დასაბრუნებლად.

„გადაჭარბებით მიღებულ შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი საგადასახადო შემოსავლებს უკავია. ბიუჯეტში ცვლილებების დროს ჩვენ გავზარდეთ საგადასახადო შემოსავლების გეგმა. მისი დაზუსტებული მაჩვენებელი 11 მილიარდ 310 მილიონ ლარით განისაზღვრა, თუმცა ფაქტიურად მობილიზებული თანხა 11 მილიარდ 860 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 550 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics