|
2020-02-20 11:34:36, 830 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა ჰუსეინი თითქმის 40 წელია, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ დიდ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს უზიარებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მას ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გაუგრძელდა. ჰუსეინ სირაბიძეს, წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სამსახურის სახელით, საჩუქრად პისტოლეტი და სპეციალური მედალიონი გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჰუსეინ სირაბიძეს დაბადების დღე მიულოცა და მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ბათუმში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)