15:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 15:29:31, 3052 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ კოდისწყაროში   60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში, ახალი სასწავლო წლიდან გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან.  სამუშაოების ღირებულება 1 123 577 ლარია.

კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს  საჯარო სკოლების ახალი შენობების მშენებლობის  და არსებული სკოლების სარეაბილიტაციო პროცესი.  აშენდა და უკვე ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტების სკოლები სოფელ თვალადსა და ქალაქ კასპში (#1 საჯარო სკოლა). ამჟამად სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ  წინარეხსა და ხოვლეში. 150 მოსწავლეზე, ახალი სკოლის მშენებლობა მალე სოფელ  ქვემო გომშიც დაიწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეებს  და პედაგოგიურ კოლექტივს საჭირო პირობები შევუქმნათ  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics