2020-02-19 13:30:22, 1924 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, შეიძლება მათთან ცალ-ცალკე ლაპარაკი
„დიალოგის მაგიდასთან ისინი კოლექტიურად თუ არ დასხდებიან შეიძლება მათთან ცალ-ცალკე ლაპარაკი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე დიალოგზე თანახმა იქნება, უმრავლესობა მათთან დიალოგზე წავა.
„ბუნებრივია ვისი სურვილიც იქნება ოპოზიციური ფლანგიდან არავისთან შეხვედრა არაა პრობლემა. დიალოგის მაგიდასთან ისინი კოლექტიურად თუ არ დასხდებიან შეიძლება მათთან ცალ-ცალკე ლაპარაკი. თქვენ ამ დრეების განმავლობაში გესმით, რომ ზოგი მოგვიწოდებდა 115/35-ზე, ზოგი 11-/40-ზე და ბარიერის დაწევასა და ბლოკებზე გვესაუბრებოდა, ზოგმა თქვა რომ მტავარი ბარიერის დაწევაა.ათასგვარი ვერსია გახმოვანდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,