15:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 10:49:40, 961 ნახვა

საზოგადოება
გახარია: დაცული ტერიტორიების ფართობი კიდევ უფრო გაიზრდება

„სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 კვადრატული მეტრით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის.

„მოგეხსენებათ, რომ 2019 წელს დაცული ტერიტორიები საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის 9,6%-ს, ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 კვადრატული მეტრით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ურუშეთის პარკის შექმნის შესახებ, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო ურთიერთობისა და წითელი ნუსხის სახეობის შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას. გარდა ამისა, ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 კვადრატული მეტრით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც საქართველოში გვაქვს კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics