08:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 10:30:01, 1094 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ ბელარუსულ ჰოლდინგს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელარუსულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა" და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია.

„ბელკომუნმაშის" საწარმოში ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ელექტროავტობუსების წარმოებას და ჰოლდინგის მიერ წარმოებულ ახალ პროდუქციას.

თავის მხრივ, ბელარუსულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოებისა და მომავალში საქართველოს ქალაქებში ბელორუსული წარმოების ელექტროავტობუსების გამოჩენის სურვილი გამოთქვა.

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ამასთან, 19 თებერვალს მინსკში გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ა.შ. კომისიის სხდომის ბოლოს კი ოქმი გაფორმდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics