15:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 22:28:06, 1485 ნახვა

საზოგადოება
ქართული ავტო-ლიფტი - პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა. ავტო-ლიფტი ხელს  უწყობს პარკირების პრობლემის გადაჭრას. პირველად საქართველოში, ქართველი ინჟინრების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებულია ამწე-მექანიზმი, რომელიც ხელმისაწვდომობასთან ერთად ტექნიკურად საიმედოა.  ამწეს არ აქვს სიმაღლის შეზღუდვა და იწყობა ძალიან მარტივად. 

      ავტო-ლიფტის იდეა და დამუშავება განახორციელა შპს „რევერსმა“, დამზადდა რუსთავის ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში. ავტო-ლიფტი ცვლის ძვირადღირებულ და მოუხერხებელ პანდუსს, იგი მონტაჟდება ნებისმიერი შენობის სარდაფის სართულზე და აჰყავს და ჩამოჰყავს მანქანა ნებისმიერ სიმაღლეზე. მექანიზმი (გამოგონება) დაცულია პატენტით. 

      შპს „რევერსის“ შექმნილია ასევე პირველი ქართული ვერტიკალური პარკინგის სისტემა, რომლის საცდელი ნიმუში დამონტაჟებულია თბილისის ვაგონმშენებელ ქარხანაში. შპს „რევერსის“ მიერ  დაპატენტებულია პარკირების მრავალნაირი ვარიანტი, რომლებიც მორგებულია თბილისის რთული გეოგრაფიული რელიეფისთვის. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics