07:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 14:09:51, 1502 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი არიან საბჭოთა კავშირის „უკანასკნელი მოჰიკანები“

ისინი არიან საბჭოთა კავშირის „უკანასკნელი მოჰიკანები“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტსი არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სსრკ-ს და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ.

„მოკლედ მინდა შევეხო ჩვენი ნაციონალი კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის „უკანასკნელი მოჰიკანები“ თავისი ღირებულებებით, სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების განმკიცების საქმეს და აგრძელებს ამას, მომდევნო 7 წლის განმავლობაში რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო.

საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics