|
2020-02-18 14:06:38, 1637 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი პერტაია - სავაჭრო სამრეწველო პალატა გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა სამშენებლო სექტორი სწრაფად განვითარდეს
სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ,,სამშენებლო სფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, ამ სფეროში წარმოშობილ დავებს გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებთ, როგორც შინაარსის, წამოჭრილი პრობლემატიკისა და გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის კუთხით. საკითხთა აქტუალურობაზე მეტყველებს დიდი დაინტერესება და სამშენებლო სფეროს წარმომადგენელთა აქტიურობა . ჩვენთვის მნიშვნელოვანი გავიგოთ, თუ რა პრობლემებია დღეს ამ სფეროში. სწორედ, ასეთი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას გამოიკვეთოს აქტუალური საკითხები და მოიძებნოს ერთობლივი გზები მის გადასაჭრელად. სავაჭრო სამრეწველო პალატა გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა ქვეყანაში სამშენებლო სექტორი სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ. შეხვედრისას განიხილეს დავების სპეციფიკა სამშენებლო სფეროში, მისი პრევენცია და მიდგომები. ასევე, ყურადღება გამახვილდა დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ საკითხებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის პრაქტიკიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)