07:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 13:19:37, 388 ნახვა

პოლიტიკა
მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში დღის ბოლომდე გადააგზავნის

ეროვნული ბანკის  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში დღის ბოლომდე გადააგზავნის.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცადა, პარლამენტი უფლებამოსილია,  პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვოს და ვეტოს საკითხი განიხილოს.

"რაც შეეხება თავად ვეტოს დაძლევის საკითხს, ვეტო ნამდვილად არაა არც კონსტიტუციონალიზმის თეორიაში, არც პრაქტიკასა და სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კონფრონტაციისა და დაპირისპირების ინსტრუმენტად მიჩნეული. ეს არის ხელისუფლების დაბალანსებისა და უკეთესი საკანონმდებლო პროდუქტის, უკეთესი ხარისხის კანონების მიღების ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი",-აღნიშმა გიორგი კვერენჩხილაძემ.

რაც შეეხება არსებული კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს, კვერენჩხილაძის განმარტებით, შემდგომი გადაწყვეტილებები საპარლამენტო მოსმენების შედეგების შემდეგ იქნება მიღებული.

 "დღეს არის შეთავაზებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვის შემდეგ იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები მიღებული. ეს მათი პოლიტიკური ნება და უფლებამოსილებაა. იქნება განხილვები საპარლამენტო კომიტეტებში, ასევე პლენარულ სხდომაზეც.  ახლა არის საპარლამენტო არდადეგები. პარლამენტი უფლებამოსილია, სთხოვოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და სხდომაზე ვეტოს საკითხი განიხილოს. შესაბამისად, ახლა იქნება ეს საკითხი განხილული, თუ საშემოდგომო სესიაზე,  პარლამენტის გადასაწყვეტია",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics