08:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 11:32:21, 1564 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი და საქმის პროფესიონალი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ

„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი და საქმის პროფესიონალი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს შოთაძის გენერალურ პროკურორობას აპროტესტებს ის ხალხი, რომლის დროსაც არჩეული გენ. პროკურორი შოთაძეს არც კი შეედრება.

„პირველი - მიხეილ სააკაშვილის საქმეა კონკრეტულად ყველაზე რეზონანსული, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია. მეორე მაგალითად, გელაშვილის საქმე. სწორედ ამ საქმეს ვერ პატიობენ „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურორობასაც აპროტესტებს ის ხალხი, რომლების თავის დროზე დანიშნულ გენპროკურორს არც კი ვკადრებ რომ შევადარო ირაკლი შოთაძე. ეს იქნება ჩემი მხრიდან დიდი ამორალურობა იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰყავდათ პროკურორი ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი გენ. პროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე, ქონების წართმევაზე, იმ საშინელი საქმეების გაპრავებაზე, რაც მაშინ ხდებოდა და ა.შ. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. შესაბამისად არის ღირსეული ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს. დღეს კი მას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.  შოთაძეს გენერალურ პროკურორად დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა დასჭირდება. კენჭისყრის პროცესს ირაკლი შოთაძე არ დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics