|
2020-02-17 18:21:32, 1659 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 7 თებერვლითაა დათარიღებული. „მის უნეტარესობას იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილე მესმეს. თქვენო უნეტარესობავ, მოგესალმებით ქრისტემისერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ორი წერილი ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის იორდანიაში, ქალაქ ამანში, პირველიერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ. კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ, ვინაიდან მან და ზოგიერთი ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა, დაბრკოლებები შეგვექმნას. ჩვენ ვიზიარებთ თქვენ პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით და კვლავ დავესწრებით რომელიმე რელიგიური დღესასწაულის ან საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში გამართულ ღონისძიებას. ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენ ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთავის. ვლოცულობთ თქვენთვის და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტეში ერთობისთის. ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა და შემდგომი წარმატებები თქვენ მაღალ მსახურებაში“, - ნათქვამია წერილში. აღნიშნულ წერილს ხელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს. შეგახსენებთ, რომ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობის მიღებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მეთაური, კირილი გეგმავს.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)