13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 17:51:29, 1663 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ხვალ გამოფენა გაიხსნება

18 თებერვალს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები", რომელზეც წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა - ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.

საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წრთვნების, ასევე, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემული გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკრების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.

გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტები, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო პირებისა და შეიარაღების ცოცხალი კადრები შემოგვინახა.

გამოფენის მიზანია საზოგადოების ინტერესის გაზრდა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ.

გამოფენის კურატორია დიმიტრი სილაქაძე.

ექსპოზიცია 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics